
გამარჯობა, მე დიტო თედიაშვილი ვარ, ფოტოგრაფი მარკეტერი და მოგზაური. ფოტოების გადაღება 11 წლის წინ დავიწყე და დღესდღეობით, ჩემი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი საქმიანობაა. ვთვლი, რომ ეს ზუსტად ის სფეროა, სადაც დროთა განმავლობაში, შემიძლია შეუზღუდავი ჩესაძლებლობები ვაჩვენო. პროფესიით მარკეტერი ვარ, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაშია და შესაბამისად ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნით დაინტერესებული, სხვადასხვა მიმართულებებით.
მოგზაურობა არის მთავარი ინსპირაციის წყარო, რომლის გარეშეც, თითქმის უკვე, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. ახალი ადგილების აღმოჩენა და მსოფლიოს ყველა წერტილში მოგზაურობა ეს ჩემი მთავარი მიზანია !